პროექტის რეფლექსია


                                    პროექტის რეფლექსია
კლასში, პროგრამული მასალის ფარგლებში, რელიგიებზე საუბრისას გაჩნდა პროექტის ჩატარების და განხორციელების იდეა.თემაც საკმაოდ პოპულარული და სენსიტიურია, იმიტომ ჩავთვალე,რომ მსგავსი პროექტი ხელს შეუწყობდა მოსწავლეებში რელიგიური  ცნობიერების   ამაღლებას. ამღლებას.
მოსწავლეები ასეთი აქტივობების ფარგლებში უკეთ იაზრებენ რელიგიის მნიშვნელობას,რელიგიური ტოლერანტობის თემას. იდეა მოსწავლეებსაც მოეწონათ, ამიტომ გადაწყდა გვემუშავა აღნიშნულ პროექტზე. შევიმუშავეთ პროექტის გეგმა, კლასი დაიყო ჯგუფებად, განაწილდა დავალებები ჯგუფებში. მოსწავლეებმა მოიძიეს და დაახარისხეს ინფორმაცია და გაამზადეს საპრეზენტაციოდ. პროექტის ფარგლებში დავსახეთ:
1.კულტურულ-შემეცნებითი ექსკურსია(სინაგოგა,მეჩეთი,ეკლესია), რომლის განხორციელებამაც მოსწავლეებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 
2.პრეზენტაცია.
ვფიქრობ პროექტის ფარგლებში ჩატარებულიაქტივობები დამეხმარა დასახული მიზნის მიღწევაში.
ვფიქრობ პროექტის განხორციელების ფარგლებში ყოველი აქტივობა იყო თავისებურად პროდუქტიული,ინფორმაციული, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობითი უნარების განვითარებას,სხვისი აზრის გაზიარებას და პატივისცემას.ავითარებს მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების, მსჯელობის, კრიტიკული  აზრის გამოთქმის უნარებს.
პროექტის დადებით მხარედ მოსწავლეებში სწორედ აღნიშნული უნარების განვითარებას მივიჩნევ.
სამუშაო პროცესში არ დაგვჭირდა გეგმის მოდიფიცირება,თუმცა თემის აქტუალურობიდან გამომდინარე მომავალში პროექტს გავხდიდი უფრო მასშტაბურს, ანუ მოვიძიებდით ინფორმაციას რელიგიური ტოლერანტობის მიმართულებით რა ხდება სხვა მრავალეროვან ქვეყნებში.

იხილეთ ლინკი

https://kochiashvilishorena.blogspot.com/p/blog-page_21.html





No comments:

Post a Comment